ASR.GE Live Transcribe
ASR.GE Live Transcribe არის მსუბუქი, Windows-ის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია რეალურ დროში მეტყველების ჩასაწერად, ტრანსკრიფციისთვის (ტექსტად გადასაქცევად) და შესასწორებლად. მიუხედავად იმისა, გსურთ შეხვედრების, ონლაინ ლექციების, ვიდეოების თუ ვირტუალური ზარების ტრანსკრიფცია, ASR.GE აუდიოს პირდაპირ თქვენი სისტემის გამომავალი არხიდან იწერს და მას მომენტალურად სუფთა, მარტივად წასაკითხ ტექსტად გარდაქმნის.

რეგისტრაცია
ეიესარ ჯის აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა რომ ანგარიში შექმნათ asr.ge-ზე. გადადით რეგისტრაციის ბმულზე, შეიყვანეთ თვენი სახელი და გვარი, ელ-ფოსტა, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პაროლი, დაადასტურეთ პაროლი და დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. სისტემა ავტომატურად მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოგიგზავნით ბმულს რომლითაც ხორციელდება თქვენი ანგარიშის ვერიფიკაცია/დადასტურება.
პროფილი
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გადადით თქვენი პროფილის ბმულზე და დაამატეთ თქვენი მობილური ნომერი. ერთჯერად კოდს sms-ად მიიღებთ ASR.GE-ს სახელით.
დესქტოპ აპლიკაციის ინსტალაცია
Desktop აპლიკაცია AsrGeLive განთავსებულია Microsoft App Store-ზე.
აპლიკაციის სარგებლობისას ავტომატურად ეთანხმებით ეიესარ.ჯი გამოყენების წესებს და პირობებს.
ანგარიშის შევსება
აპლიკაციის გამოყენებისას თქვენი ბალანსიდან ავტომატურად მოხდება თანხის ავტომატური ჩამოჭრა. სერვისით უწყვეტად სარგებლობისთვის, ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტზე გადმორიცხეთ თანხა „შპს ეიესარ.ჯი"-ს სახელზე საქართველოს ან თბს ბანკის ანგარიშზე, მინიმუმ 25 ლარის ოდენობით. დანიშნულებაში სრულად მიუთითეთ ინვოისის ნომერი.
ინვოისის გენერაციისთვის გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში.